ამის უკან დგას ერთადერთი ინტერესი, რამენაირად სცადონ საქართველოში პროცესების შეფერხება, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების პროცესების შეფერხება. ხედავთ, რომ ამ კუთხით განსაკუთრებულად წარმატებულები ვერ არიან. ჩვენ გასული 4 წლის განმავლობაში გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიური ზრდა 9.7%, თუმცა რომ არა ასეთი ტიპის აქტივობები, რომ არა უცხოური აგენტურა და მათი საქმიანობა, მათი საბოტაჟი, ბუნებრივია, ზრდის ტემპი იქნებოდა უფრო მაღალი.
ამიტომ, ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ საბოტაჟის ყველანაირ მცდელობას, მათ შორის, უცხოური დაფინანსებით, ეკონომიკური საბოტაჟის მცდელობას. აქ სახელმწიფო იქნება უკომპრომისო. გასული წლების განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებით ჩვენ ვხედავდით არაერთ ფაქტს, როდესაც ხელოვნურად ცდილობდნენ ეკონომიკური პროექტებისთვის დაბრკოლებების შექმნას, ამას აღარ დავუშვებთ არცერთ შემთხვევაში, იქნება ეს ენერგეტიკის მიმართულება თუ სხვა ტიპის ინვესტიციები, რაც სჭირდება ეკონომიკის განვითარებას, გაკეთდება აბსოლუტურად ყველაფერი.





