22 ნოემბრის ღამეს, უკრაინის ოდესის რეგიონის სამხრეთ ნაწილში, რუმინეთის სახელმწიფო საზღვართან ახლოს რუსეთის საჰაერო იერიშების გამო, რუმინეთმა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები ჰაერში ააფრინა.
რუსული იერიშის შედეგად უკრაინისა და რუმინეთის საზღვარზე უკრაინის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ორლოვკა დაზიანდა.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა არ დაფიქსირებულა.
"ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ ჩვენს მოკავშირეებთან, რეალურ დროში ცვლით ოპერატიულ ინფორმაციას და სწრაფად ვმოქმედებთ, რათა რუმინეთისა და NATO-ს აღმოსავლეთის ფლანგის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





