საკადრო ცვლილებები

ივანიშვილის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლერი ბარნაბიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა

ბრძანებას ხელს ივანიშვილი წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე აწერს. ის 11 ნოემბრითაა დათარიღებული.

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ლერი ბარნაბიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 11 ნოემბრიდან". - ნათქვამია ბრძანებაში.

ბარნაბიშვილის ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს 2024 წლის მარტიდან იკავებდა. იქამდე ის მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო. 

10 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე კობახიძის რამდენიმე ბრძანება გამოქვეყნდა საკადრო ცვლილებების შესახებ. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს ირაკლი ხმალაძე, რომელიც წარსულში თბილისის ვიცე-მერი იყო. 

საკადრო ცვილებები განცორიცლედა შსს-შიც. 

კომენტარები