პოლიციის პოლკოვნიკი, გოგა მემანიშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. მემანიშვილი აქამდე ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, შალვა ბარელაძემ თანამდებობა თავისი გადაწყვეტილებით დატოვა. შსს-სთან დაკავშირებული გვერდის "ყველაფერი პოლიციის შესახებ" ინფორმაციით, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად დავით მამაგეიშვილი დაინიშნა. ტაბულა აღნიშნულს შსს-ში აზუსტებს.
საკადრო ცვლილებები
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა




