საკადრო ცვლილებები

გიორგი ბახუაშვილი ივანიშვილის სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

გიორგი ბახუაშვილი
შინაგან საქმეთა სამინისტრო

გიორგი ბახუაშვილი ივანიშვილის სუს-ის უფროსის, გეკა გელაძის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება ირაკლი კობახიძემ გამოსცა. ბრძანების თანახმად, ბახუაშვილმა ახალი თანამდებობა 6 ივლისიდან დაიკავა. 

ბახუაშვილი იქამდე ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილე იყო. ის პოსტზე არასრული ერთი თვის წინ, 10 ივნისს დაინიშნა.  იქამდე კი, 2026 წლის 23 მაისიდან შსს-ს გენ.ინსპექციის დირექტორის პოზიციას იკავებდა. ბახუაშვილი წლების განმავლობაში იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის სამსახურის თანამშრომელი. 

კომენტარები