ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ირაკლი ხმალაძე ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ირაკლი ხმალაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 10 ნოემბრიდან." - ნათქვამია ბრძანებაში.
ირაკლი ხმალაძე ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მაისში დაინიშნა.
2017 წლიდან ის თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.





