მას შემდეგ, რაც ჩვენ აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება გადავწყვიტეთ, გარე ძალების ინტერესების გათვალისწინებაზე უარი ვთქვით, სხვის ომში ჩვენი ხალხის გაწირვაზე უარი ვთქვით, ყველას მტკიცედ გავაგებინეთ, რომ საქართველოს საშინაო საქმეებზე გადაწყვეტილებები მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში მიიღება, ღია დაპირისპირება დაიწყო ჩვენი ხელისუფლების შეცვლისა და ქართველი ერის განადგურების მიზნით. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს წინააღმდეგ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ძალები გაერთიანდნენ, ამ პატარა ერმა რთულ მსოფლიო პოლიტიკურ ქარტეხილებში გადარჩენა მაინც მოვახერხეთ [...]
ხშირად, ასეთ ზეწოლას ჩვენზე გაცილებით დიდი და ძლიერი ქვეყნებიც ვერ უძლებენ. საქართველო სამშვიდობოზე ჩვენმა სიმართლემ, უკომპრომისო სიმტკიცემ და ხალხის მხარდაჭერამ გაიყვანა. ყველა ჩვენგანი ვაანალიზებდით, რომ სასწორზე ერის განადგურება იყო და მზად ვიყავით, ჩვენი ქვეყნის ინტერესები საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგვეცვა.





