სტრასბურგი არ განიხილავს ომის დაწყება არდაწყების საკითხს. სტრასბურგი, ისევე როგორც ჰააგა, განიხილავდა ომის დანაშაულებს და ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხებს და სწორედ აქ, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივაღწიეთ შესაბამის სამართლებრივ შედეგს. რაც შეეხება ომს, მნიშვნელოვანია, რომ აიწონოს ყველას პასუხისმგებლობა, ყველანაირი - იქნება ეს სამართლებრივი, პოლიტიკური, მორალური თუ ისტორიული პასუხისმგებლობა.
აიწონოს, გაიზომოს და ყველას შესაბამისად მიეზღვეს. აქ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ქართველი თუ არაქართველია, რომელი პოლიტიკის ნაწილია და ა.შ. 2008 წლის ის უბედურება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადაიტანა, ამასთან დაკავშირებით, ყველას პასუხისმგებლობა უნდა აიწონოს და გაიზომოს.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი
პაპუაშვილი: ყველას პასუხისმგებლობა უნდა აიწონოს, უმნიშვნელოა, ქართველია თუ არაქართველი





