[ჟურნალისტი: ოკუპაციას ხშირად წინა ხელისუფლებას აბრალებთ ხოლმე] ოკუპაციას არა, ომის დაწყებას. ომის დაწყება კი არ ვაბრალებთ, აღიარეს მათ ომის დაწყება, ომის დაწყება აღიარეს მათ ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, როცა მხარი დაუჭირეს ტალიავინის დასკვნას. თვითონ აღიარეს რაც გააკეთეს, ეს იყო ომის დაწყება. რაც შეეხება ოკუპაციას, ოკუპაცია განახორციელა არა სააკაშვილის რეჟიმმა, არამედ რუსეთის ფედერაციამ. რეალურად სწორედ მათი ღალატის შედეგი იყო საბოლოო ჯამში, რაც მოყვა ომის დაწყებას.
როცა საუბარია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი. მაგრამ ეს ოკუპაცია არავითარი შეღავათი არ არის სისხლიანი რეჟიმისთვის, რომელმაც დაიწყო 2008 წლის ომი - ერთი სხვა ფაქტია, მეორე სხვა ფაქტია და არ არის ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირებული.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი
კობახიძე: ოკუპაცია შეღავათი არ არის სისხლიანი რეჟიმისთვის, რომელმაც დაიწყო 2008 წლის ომი





