რუსული რეჟიმი

პაპუაშვილი: ქართველი ხალხი არ არის პოკემონის ფორმით მორბენალი ზრდასრული კაცი რუსთაველზე

მთავარი საამაყო, რაც ჩვენ გვაქვს, ქართულ საზოგადოებას, რომელმაც 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართული საზოგადოება, როგორც დემოკრატიული საზოგადოება შედგა, იმის ფონზე, რომ გარედან, შიგნიდან იყო პირდაპირი მტრობა და ზეწოლა, იმის ფონზე, რომ ხალხი საარჩევნო უბნებთან იდგა და ესენი პრეზიდენტის რეზიდენციას ამხობდნენ. სიურრეალისტური კადრებია, რომ წარმოიდგინო ფილმად გადაიღებდა ადამიანი, რომ მიდის არჩევნები და ამ დროს, ევროკავშირის დროშით ადამიანი შტურმით ცდილობს აიღოს პრეზიდენტის სასახლე - ეს უნდა გადაიღო და ევროპულ პლატფორმებზე აჩვენო, სადამდე მიიყვანეს საკუთარი უპასუხისმგებლობით ეს ადამიანები, რომ ევროკავშირის დროშა ამათ ხელში აქციეს ძალადობის, ტერორიზმისა და ექსტრემიზმის სიმბოლოდ საქართველოში.

სინამდვილეში ეს იყო დემოკრატიის გამარჯვება, რომ მოვიდნენ მოქალაქეები, როგორც მოდიოდნენ თვითმმართველობის არჩევნებში. დემოკრატიის გამარჯვებაა, რომ არავინ დაიბნა, ძალიან ზუსტად გაიგეს, რასთან ჰქონდათ საქმე და ქართულმა ოცნებამ მიიღო რეკორდული მხარდაჭერა საქართველოსა და თბილისის მასშტაბით და ამით გაამყარა კიდევ ჩვენი მანდატი.

ამიტომ, ამის შემდეგ, თვალს რომ უხუჭავენ ქართველ ხალხს, კეთილი ინებონ, ფართოდ გაახილონ თვალები და ჩახედონ ვინ არის ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი არ არის პოკემონის ფორმით მორბენალი ზრდასრული კაცი რუსთაველის გამზირზე. ეს უნდათ გვითხრან, რომ ქართველი კაცი არის პოკემონის ყვითელ ფორმაში, ალბათ მაყურებელს ახსოვს ეს ადამიანი, პოკემონის ფორმაში გამოწყობილი ზრდასრული ადამიანი, ნენსი ვოლანდი და ნანა ნანუ სანდერები. აი, ეს არის ქართველი ხალხი, ვინც დადის იქ დაზომბებული და ხან ვის მიუვარდება და ხან ვის მიუვარდება. აი, ეს უნდათ, რომ ქართველი ხალხი გვაქციონ ამ სახედ, რასაც პოკემონების კაცუნები ჰქვია

აცხადებს ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები