აშშ

დალასში საიმიგრაციო სამსახურის ოფისში სროლის შედეგად 2 პირია მოკლული

დალასში, აშშ-ს საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) ოფისში სროლის შედეგად მოკლულია ორი პირი, ერთი კი დაიჭრა. დალასის პოლიციის ინფორმაციით, სროლა დილით მოხდა. ერთ-ერთი მოკლული საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

"წინასწარი გამოძიებით დგინდება, რომ ეჭვმიტანილმა სახელმწიფო დაწესებულებას ცეცხლი გვერდით მდებარე შენობის სახურავიდან ესროლა. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გადაყვანილია საავადმყოფოში ICE-ს მიერ დაკავებული ორი პირი, რომელიც იმ მომენტში შენობაში იმყოფებოდა. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ეჭვმიტანილიც დაღუპულია" – წერს პოლიცია.

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა. სროლის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 

კომენტარები