აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის, 4 ივლისის საღამოს ნიუ-იორკში სროლის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი, მათ შორის, 4 ბავშვი დაშავდა.
ადგილობრივმა პოლიციამ მედიას უთხრა, რომ დაშავებულებს შორის 2 ზრდასრული კაცი, 2 ზრდასრული ქალი და 4 არასრულწლოვანია - ბავშვები 14, 12, 6 და 7 წლის არიან.
სამართალდამცავების ცნობით, დაზარალებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი - 7 მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო 21 წლის ქალის კრიტიკულ მდგომარეობაშია.
NBC-სა და CBS-ს სამართალდამცავებმა უთხრეს, რომ 14 წლის მოზარდს ჭრილობა თეძოში აქვს მიყენებული, 12 წლის ბიჭს ფეხი აქვს დაჭრილი, ხოლო 7 წლის ბიჭს ორივე ფეხი აქვს დაზიანებული.
მედიასთან საუბრისას პოლიციამ თქვა, რომ ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ, თუმცა შემთხვევის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს და გამოძიება მიმდინარეობს.




