გამოცემა Financial Times საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ევროპაში არმიის მაღალი რანგის ოფიცერი, გენერალი სი დი (კრის) დონაჰიუ თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ინფორმირებული წყაროების ცნობით, დონაჰიუ, პატივცემული სპეციალური დანიშნულების ძალების ვეტერანი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა აშშ-ს ძალისხმევაში უკრაინის დასახმარებლად, 24 ივნისს გამოაცხადებს პენსიაზე გასვლას.
დონაჰიუ, ოთხვარსკვლავიანი გენერალი, რომელიც ერაყში, სირიასა და სხვა საბრძოლო ზონებში მსახურობდა, ცნობილი გახდა, როგორც უკანასკნელი ამერიკელი ჯარისკაცი, რომელმაც ავღანეთი დატოვა მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წელს სამხედროებს ქვეყნიდან გაყვანის ბრძანება გასცა.
ცნობისთვის, ბოლო თვეების მანძილზე ჰეგსეთმა არაერთი მაღალი რანგის ოფიცერი გაათავისუფლა, რამა, როგორც Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, "შექმნა შიშის კლიმატი, რომელიც მთელ სამხედრო ძალებზე, უმაღლეს რგოლებამდე, გავლენას ახდენს."





