აშშ

ტრამპის მოკავშირე და ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ტრამპის მოკავშირე და ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი იუტას შტატში, Utah Valley-ს უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე, სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღით კისრის არეში დაჭრეს.

31 წლის კირკი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ღია ცის ქვეშ სტუდენტებთან შეხვედრისას ისმის გასროლის ხმა, რის შემდეგაც კირკი სკამიდან ვარდება. 

უნივერსიტეტის კამპუსის პოლიციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სროლაში ეჭვმიტანილი დაკავებულია და გამოძიება მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია. 

კომენტარები