რეჟიმის პატიმრები

ბრძოლა ბოლომდე და გამარჯვებამდე - გიორგი ტერიშვილის საბოლოო სიტყვა სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს, საბოლოო სიტყვით გიორგი ტერიშვილმაც ისარგებლა. ნინო გალუსტაშვილი სათათბიროდ უკვე გავიდა, რის შემდეგაც განაჩენს გამოაცხადებს. 

"მე არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის, რასაც პროკურატურა გვედავება. არანაირი ჯგუფური ძალადობა არ ჩამიდენია. ყველაზე დიდი დამნაშავე ირაკლი კობახიძე და პროკურატურაა.

9 თვეა ციხეში ვსხედვართ, ყველანაირი უფლება წაგვართვეს და საქმე ისე შეკერეს, როგორც თვითონ უნდოდათ, მაგრამ მაგის თავიც არ აქვთ, რომ ნორმალურად შეკერონ.

ბატონო მოსამართლევ, მე და ამ ბიჭებს არავითარი კავშირი არ გვქონია, ისინი სასამართლოში გავიცანი. ჩვენ საქართველოს სიყვარულის გამო გვასამართლებენ და იმის გამო, რომ იქ ვიდექით და ქვეყანას ვიცავდით.

ეს მთავრობა აქედან მალე უნდა მოვიშოროთ. 1992 წელს ძმა დავკარგე. აქციას მოუძღვოდა, დროშა ეჭირა, ქართველმა ჯალათმა ტყვია ესროლა და ადგილზე დაიღუპა. ჩემი ძმის თამადობით, საქართველოს ბევრი გმირი ჰყავს. ბრძოლა ბოლომდე და გამარჯვებამდე, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა" - თქვა გიორგი ტერიშვილმა.

კომენტარები