წმინდა სინოდის კრების მოწვევა კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის პრეროგატივაა, მას ამის შესახებ ჯერ ჩვენთვის არაფერი არ უთქვამს, ამიტომ ჯერჯერობით ვერაფერს მოგახსენებთ.
პირადად მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, ეს იყოს ერთ-ერთი [განსახილველი] საკითხი, თუმცა, ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ ეს პრეროგატივა არის პატრიარქის. ჩვენ ამაზე [შეწყალებაზე] გვისაუბრია ილია II-ის სიცოცხლეში, მოსაყდრესაც უსაუბრია, ცალკეულ მღვდელმთავრებსაც უსაუბრიათ. ეს საუბრები გრძელდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შედეგს ვიხილავთ.
ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება და აღდგეს მშვიდობა და ერთსულოვნება. ამისთვის საჭიროა ორივე მხრიდან ურთიერთპატივისცემა, ჩემი აზრით, ეს პატივისცემა გახდება საწინდარი. არა შეურაცხყოფა, არა უპატივცემულობა, მე მგონი, ეს არის საწინდარი და ეს ჩემი პირადი აზრია.
რეჟიმის პატიმრები
მეუფე დანიელი შეწყალებაზე: საუბრები გრძელდება და იმედი გვაქვს, შედეგს ვიხილავთ




