თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს, საბოლოო სიტყვით ვალერი თეთრაშვილმაც ისარგებლა. დარჩენილია რამდენიმე ბრალდებულის საბოლოო სიტყვა, რის შემდეგაც ნინო გალუსტაშვილი სათათბიროდ გავა და განაჩენს გამოაცხადებს.
"მინდა, ადვოკატებს, ხალხს, ჟურნალისტებს, ყველას, მადლობა გადვუხადო.
ბრალს რაც შეეხება, 80% არის სისულელე, 20% ტყუილი. არავისთვის ზიანი არ მიმიყენებია, არც არავის ქონებას შევხებივარ, ეს ვიდეოებშიც კარგად ჩანს.
ირაკლი კობახიძემ იმ განცხადებით კონსტიტუცია დაარღვია და ყველას თავზე გადაგვახია.
მინდა, საქართველოს მომავალი ევროპაში იყოს და არა რუსეთსა და სიბნელეში. მე არანაირი სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩამიდენია და არც რაიმე ძალადობრივისკენ მომიწოდებია. 28 წლის ვარ და ცხოვრებაში არაფერი დამიშავებია. ჩემთვის ვცხოვრობდი, ვმუშაობდი.
მინდა, პროკურორებსაც მივმართო - თქვენ დაგვარწმუნეთ, რომ უუნაროები ხართ. ნამდვილი დამნაშავეების დაჭერა არ შეგიძლიათ და განტევების ვაცებად ერთმანეთზე უკეთესი ხალხი აგვარჩიეთ" - თქვა თეთრაშვილმა.





