რუსეთი

სიდნეიში დააკავეს კაცი, რომელიც რუსეთის საკონსულოს ჭიშკარს მანქანით დაეჯახა

სიდნეის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც რუსეთის საკონსულოს ჭიშკარს გამიზნულად დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, პოლიცია საკონსულოს თანამშრომლებმა გამოიძახეს მას შემდეგ, რაც შენობასთან უცხო მანქანა შენიშნეს.

ადგილზე მისულმა პოლიციამ მძღოლს მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვა, ხოლო აღნიშნულმა პირმა საელჩოს ჭიშკარი შეანგრია, რის შედეგადაც პოლიციის ერთი  თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა. 

39 წლის პირი პოლიციამ ადგილზე დააკავა. საკონსულოში მედიასთან მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. 

კომენტარები