ისრაელის არმიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა იემენის დედაქალაქ სანააში ჰუსიტების წინააღმდეგ იერიში მიიტანეს და პრეზიდენტის სასახლეში მდებარე სამხედრო კომპლექსს დაარტყეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მიხედვით, სანააში იემენის პრეზიდენტის სასახლე "მდებარეობს სამხედრო ობიექტის შიგნით, საიდანაც ჰუსიტების ტერორისტული რეჟიმის ძალების სამხედრო მოქმედებები იმართება."
არმიის ცნობით, ორი ელექტროსადგური, რომელიც იერიშების სამიზნე იყო, "წარმოადგენდა ობიექტისთვის ელექტროენერგიის მნიშვნელოვან წყაროს სამხედრო მოქმედებებისთვის."
ამასთან, გამოცემა TImes of Israel-ის წყაროების ინფორმაციით, იერიშში ჩართული იყო ათეულობით სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის ავიაგამანადგურებლები და ჰაერში საწვავით მომმარაგებელი თვითმფრინავი. წყაროების თქმით, ოპერაციის ფარგლებში ისრაელმა ოთხ სამიზნეზე 30-ზე მეტი საბრძოლო მასალა ჩამოაგდო.





