Times of Israel-ის ინფორმაციით, ღაზაში ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციასთან აფილირებული მედიები წერენ, რომ ისრაელის იერიშებს ჰამასის პოლიტიკური ფრთის ლიდერის, ხალილ ალ-ჰაიას ვაჟი ემსხვერპლა.
ისრაელური გამოცემა წერს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით დამატებითი დეტალები არ ვრცელდება, თუმცა, Jerusalem Post-ს სამხედრო წყარომ განუცხადა, რომ იერიშის სამიზნე ალ-ჰაიას ვაჟი არ ყოფილა.
"ხალილ ალ-ჰაიას ვაჟი ჩვენ არ გვაინტერესებს და თუ ის დაშავდა, ეს მოხდა იმიტომ, რომ ის ისეთ ადგილას იყო, სადაც არ უნდა ყოფილიყო," აღნიშნა წყარომ.
ცნობისთვის, 2025 წლის სექტემბერში კატარში ჰამასის ლიდერებზე ისრაელის დარტყმას ალ-ჰაიას კიდევ ერთი ვაჟი ემსხვერპლა.





