ისრაელის ომი ტერორიზმთან

ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის ლიდერი და სამხედრო ფრთის ხელმძღვანელი მოკლა

X

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მოკლულია ჰამასის ლიდერი და ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო ფრთის ხელმძღვანელი, იზ ალ-დინ ალ-ჰადადი. ის IDF-მა გუშინ ღამით საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლა.

IDF-ის მიხედვით, ჰადადი "7 ოქტომბრის სასტიკი მასობრივი მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო". მან ჰამასის სამხედრო ხელმძღვანელისა და ღაზაში ორგანიზაციის ლიდერის პოზიცია მას შემდეგ დაიკავა, რაც 2025 წლის მაისში ისრაელმა მოჰამედ სინვარი მოკლა.

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ჰადადი "ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო ფრთის შესაძლებლობების აღდგენაზე მუშაობდა და ისრაელის მოქალაქეებსა და IDF-ის სამხედროებზე არაერთ ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა".

"ომის განმავლობაში ჰადადი მართავდა ჰამასის მძევლების სისტემას და მათ გარშემო იკრებდა, რათა საკუთარი ლიკვიდაციის თავიდან აცილება ეცადა". - აცხადებს IDF.

ალ-ჰადადი ჰამასში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად მსახური მეთაური იყო, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციას მისი დაარსების ადრეულ ეტაპზე შეუერთდა.

კომენტარები