რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ორივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებითაა დაკავებული.
სოციალურ ქსელში დაკავების კადრები გავრცელდა.





