რუსული რეჟიმი

მარტო არ ხართ - 34 ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს მათ, ვისაც ე.წ FARA-ს დარღვევას ედავებიან

IPN

34 სამოქალაქო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით სრულ სოლიდარობას უცხადებს NGO-ებს, რომელთაც ანტიკორუფციული ბიურო ე.წ. უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის დარღვევაში სდებს ბრალს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრება.

"პირველ რიგში, ვაფიქსირებთ პატივისცემას პრინციპული პოზიციისადმი, არ მიიღოთ "უცხო ინტერესების გამტარებლის" ყალბი და შეურაცხმყოფელი იარლიყები.

თქვენ ხართ დამოუკიდებელი ქართული ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ საკუთარ წესდებების მიხედვით და ემსახურებით მხოლოდ ქართველ ხალხს. თქვენი მისია – ქალების, ბავშვების, მშრომელთა, შშმ პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა – დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმა არა მხოლოდ თქვენს ორგანიზაციებზე, არამედ ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებზე შეტევას წარმოადგენს.

ვიზიარებთ თქვენს პოზიციას, რომ საერთაშორისო სტანდარტებისა და აშშ-ის "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA)-ს თანახმად, თქვენი ორგანიზაციები არ ექვემდებარებიან მსგავს რეესტრში რეგისტრაციას.

ვაფასებთ თქვენს სიმამაცეს და შეუპოვრობას, რომლითაც აგრძელებთ საქმიანობას უსამართლო თავდასხმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მუქარის პირობებში.

თქვენი შრომა აუცილებელია საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის დასაცავად.

თქვენ მარტო არ ხართ. ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას.

ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლის სჯერა.

პატივისცემითა და ურყევი სოლიდარობით“ - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან ევროპის ფონდი - სამოქალაქო იდეა, სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის, ყვარლის ევროკლუბი, სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი, საქართველოს ევროპული ორბიტა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი, სასამართლოს გუშაგი, პრევენცია პროგრესისთვის, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მწვანე ალტერნატივა, უფლებები საქართველო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, თბილისი პრაიდი, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, საქართველოს მომავლის აკადემია, მედიაომბუდსმენი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ბათუმელები, ნეტგაზეთი, პროაქტივ ჯგუფი საქართველო, მედია კლუბი, სტუდია რე, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, EECMD – აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის, კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი, International Center on Conflict and Negotiation, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, სამოქალაქო იდეა, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი.

კომენტარები