რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ციხეზე მიტანილ იერიშს 16 პირი ემსხვერპლა

29 ივლისს, დილის საათებში რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქში, ციხეზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 16 პირი და დაშავდა სულ მცირე 35. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალები და ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორი ავრცელებენ.

გუბერნატორი, ივან ფედოროვი Telegram-ზე წერს, რომ ციხის დაწესებულების რამდენიმე შენობა განადგურებულია. 

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა თავდასხმას რუსეთის მიერ "კიდევ ერთი ომის დანაშაული" უწოდა.

"პუტინის რეჟიმს, რომელიც მისი გამხმოვანებლების მეშვეობით ასევე აშშ-საც დაემუქრა, უნდა მიადგეს ეკონომიკური და სამხედრო ზიანი, რაც მას ომის წარმოების შესაძლებლობას დაუკარგავს" – წერს ერმაკი X-ზე.

კომენტარები