რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპის თქმით, რუსეთისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადას 10-12 დღემდე ამცირებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Jonathan Ernst/Reuters/File

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის რუსეთისთვის უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად მიცემული 50-დღიანი ულტიმატუმის ვადას 10-12 დღემდე ამცირებს.

ამის შესახებ ტრამპმა გაერთიანებულ სამეფოში, ბრიტანელ პრემიემინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მე ვაპირებ ახალი ვადა დავაწესო - დღეიდან დაახლოებით 10 ან 12 დღე. ლოდინს აზრი არ აქვს. თავიდან 50 დღე იყო გათვალისწინებული, მინდოდა ლმობიერი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, [მშვიდობისკენ] ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედვთ" - თქვა ტრამპმა

მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმირ პუტინით იმედგაცრუებული იყო და ამის გამო მისთვის მიცემულ 50-დღიან ულტიმატუმს შეამცირებდა.

ცნობისთვის, 14 ივლისს ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თუ 50 დღეში [რუსეთსა და უკრაინას შორის] შეთანხმება არ იქნება მიღწეული, აშშ [რუსეთთან მიმართებით] მეორად სანქციებს დააწესებს".

კომენტარები