რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი: იმედგაცრუებული ვარ პუტინით, შევამცირებ მისთვის მიცემულ 50-დღიან ულტიმატუმს

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში, 2018 წლის 9 იანვარი.
Somodevilla/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმირ პუტინით იმედგაცრუებულია და ამის გამო უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად მისთვის მიცემულ 50-დღიან ულტიმატუმს შეამცირებს. ამის შესახებ ტრამპმა გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ბევრჯერ მისაუბრია პრეზიდენტ პუტინთან და ჩვენ კარგი უერთიერთობა გვქონდა. [...] ის რაკეტებს უშვებს ქალაქებში, როგორიცაა კიევი და კლავს ადამიანებს მოხუცთა თავშესაფარში და მსგავს ადგილებში. შევამცირებ მისთვის [პუტინი] მიცემულ 50-დღიან ულტიმატუმს, რადგან ვფიქრობ, რომ უკვე ვიცი, რაც მოხდება" – ამბობს ტრამპი.

ცნობისთვის, 14 ივლისს ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თუ 50 დღეში [რუსეთსა და უკრაინას შორის] შეთანხმება არ იქნება მიღწეული, აშშ [რუსეთთან მიმართებით] მეორად სანქციებს დააწესებს".

კომენტარები