26 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციები მის მიერ დაანონსებულ 50-დღიანი ვადაზე ადრე დაწესდეს.
"ჩვენ ვაკვირდებით მთელ ამ ვითარებას. შესაძლოა, [რუსეთის მიმართ] მეორადი სანქციების დაწესება მოგვიწიოს" - განაცხადა ტრამპმა და კითხვაზე, შესაძლებელი არის თუ არა, რომ სანქციები 50-დღიან ვადაზე ადრე დაწესდეს, მან უპასუხა: "შეიძლება, კი".
ცნობისთვის, 14 ივლისს ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თუ 50 დღეში [რუსეთსა და უკრაინას შორის] შეთანხმება არ იქნება მიღწეული, აშშ [რუსეთთან მიმართებით] მეორად სანქციებს დააწესებს".

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



