რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ტრამპის მიერ 50-დღიანი ვადის დაწესებას ძალიან უცნაური და ცალმხრივი უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის 50-დღიანი ვადის დაწესებას "ძალიან უცნაური" უწოდა და ხაზი გაუსვა "უკრაინის მიმართ მსგავსი მოწოდების არ არსებობას".

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ აღნიშნა, რომ "ერთი მხარე დღემდე არ არის  წარმოდგენილი – ეს არის უკრაინული მხარე". მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან "მხოლოდ რუსეთზე ზეწოლა მათი მშვიდობისადმი ნამდვილი ერთგულების ნაკლებობას ადასტურებს".

გრუშკოს თქმით, დასავლეთის მხრიდან ამ მიდგომის შედეგად, მოსკოვი დარწმუნდა, რომ "დასავლეთს არ აქვს რეალური ინტერესი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების ხელშეწყობაში".

მისმა კოლეგამ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა მიუღებელი უწოდა, რუსეთისთვის "ვადების დაწესების ნებისმიერ მცდელობას" და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "რუსეთს სურს, აშშ და NATO მოსკოვის პოზიციას სრული სერიოზულობით მოეკიდონ".

14 ივლისს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ "თუ 50 დღეში შეთანხმება არ იქნება მიღწეული, აშშ [რუსეთთან მიმართებით] მეორად სანქციებს დააწესებს".

კომენტარები