ერთი რამ ვერ გაიგეს რომ ქართული ოცნების გუნდის წევრებისთვის და განსაკუთრებით, ჩვენი გუნდის დამფუძნებლისთვის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის სიტყვა სანქციას და მის შედეგებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. [...] ასე რომ, კარგად დაიმახსოვრონ ადამიანებმა, რომ მუქარებს, შანტაჟებს არავითარი აზრი არ აქვს და უკვე სასაცილოც კი არ არის ქართული ოცნების გუნდის წევრებისთვის.
[...]
ერთი რამ თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ დამალული ქონებები ბატონ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს, უბრალოდ, სად და რა კომპანიებს ფლობს ეს ჩემთვის უცნობია, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მიმართოთ ქართუს.





