რაისა კომუნისტკა არ ისვენებს. უნდა, რომ ყოველ კვირა საქართველოს ხელისუფლებაზე და ქართულ სახელმწიფოზე რაღაც გაუგებარი დებატები მოაწყოს ხოლმე [...] ესე იგი, ვიზალიბერალიზაცია გადაიხედებაო - 2 წელზე მეტია, ეს გვახსოვს. რაისას რაიმე ბერკეტი რომ ჰქონდეს, აქამდე გააკეთებდა, იმიტომ, რომ მავნებელი ქალია, ჩვენს ქვეყანას მტრობს [...]
რაისას გადაეცით - დაისვენე, რა. დაისვენე, ზაფხულია. საქართველოს წინააღმდეგ ეს უნიჭო სპექტაკლები და მცდელობები არ გამოგდით და მაინც არ ისვენებთ. ჩვენც, კი ბატონო, ვერთობით ზაფხულში. გასართობი პროგრამები ნაკლებია და გიყურებთ, ამ სიგიჟეებს, როგორ წერთ რეზოლუციას, ღირებულება დაუკარგეთ.





