რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პენტაგონი: ტრამპის მითითებით, აშშ უკრაინაში დამატებით თავდაცვით იარაღებს აგზავნის

Alex Wong/Getty Images/AFP 

პენტაგონის სპიკერის, შონ პარნელის განცხადებით, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ ტრამპის მითითებით უკრაინისთვის დამატებითი თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება დაიწყო. 

"პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, თავდაცვის სამინისტრო უკრაინას დამატებით თავდაცვით იარაღებს უგზავნის, რათა უზრუნველყოს, რომ უკრაინელებს შეუძლიათ, თავი დაიცვან, სანამ ჩვენ გრძელვადიანი მშვიდობისა და მკვლელობის შეჩერების უზრუნველყოფაზე ვმუშაობთ". - წერია განცხადებაში.

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ აშშ უკრაინას დამატებით იარაღებს გაუგზავნიდა. 

"ჩვენ [უკრაინას] დამატებით იარაღს გავუგზავნით, მათ საკუთარი თავის დაცვა უნდა შეეძლოთ. ძალიან ძლიერი იერიშების ქვეშ არიან, დამატებითი შეიარაღების გაგზავნა მოგვიწევს, პირველ რიგში თავდაცვითი შეიარაღების" - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 

ცნობისითვის, 2 ივლისს, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-მ უკრაინას რიგი შეიარაღების, მათ შორის, Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდება დროებით შეუჩერა. 

მოგვიანებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-სგან შეიარაღების ნაწილის მიწოდების დროებით შეჩერების ან გრაფიკის გადახედვის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ და განმარტებისთვის ამერიკულ მხარესთან სატელეფონო საუბარს ითხოვენ. 2 ივლისს უკრაინამ ამერიკელი დიპლომატიც დაიბარა პენტაგონის გადაწყვეტილების განმარტების მიზნით. 

თუმცა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა ბრიფინგის დროს ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და შეიარაღების მიწოდება ზოგადად არ შეუჩერებია, არამედ ცვლილება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევას ეხება და თავდაცვის დეპარტამენტი აშშ-ს პრეზიდენტისთვის უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების "ძლიერი ვარიანტების" გაზიარებას განაგრძობს. 

4 ივლისს ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ ზელენსკი წერდა, რო უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

5 ივლისს ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას ეხმარებოდა და ამ დახმარებას გააგრძელებს

კომენტარები