ოპოზიციის ლიდერების დაკავება

არ დავნებდებით! - NGO-ების განცხადება ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებაზე

დაპატიმრებული ოპოზიის ლიდერები

40-მდე NGO პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჭიროა მტკიცე პასუხი მიმდინარე რეპრესიებზე და რომ დემოკრატიული სამყარო ხედავს ამ ბრძოლას და სოლიდარულია.

"ვეხმიანებით ოპოზიციური ლიდერების დაკავების ფაქტებს, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში მმართველმა რეჟიმმა საბოლოოდ აირჩია ავტორიტარიზმის გზა. დღეს 60-ზე მეტი ადამიანი სინდისის პატიმარია. სასამართლოები, პროკურატურა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაიქცა. მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების მიზანმიმართული დევნა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა.

ივანიშვილმა აირჩია ძალაუფლების შენარჩუნება დიქტატურის გზით და ყოველ დღე ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ეს არ არის ერთი ჯგუფის პრობლემა — ეს არის საფრთხე თითოეული მოქალაქისთვის. ხვალ ნებისმიერი შეიძლება თავად გახდეს რეპრესიების მსხვერპლი.

საქართველოს მოქალაქეები არ დავნებდებით! საქართველო არ გახდება რუსეთი!

საჭიროა მტკიცე და ერთიანი პასუხი რეპრესიებზე. დემოკრატიული სამყარო ხედავს ჩვენს ბრძოლას და სოლიდარობას გვიცხადებს. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია ერთმანეთის გვერდით დგომა, მოქმედება და პროტესტი.

ჩვენ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ — და ამ ბრძოლაში ერთად უნდა გავიმარჯვოთ!" - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  • საფარი
  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  • პრევენცია პროგრესისთვის
  • მედია პლატფორმა “კაქტუსი”
  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  • ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”
  • ჩემი იმერეთი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • EECMD
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი • Georgian Court Watch
  • გორის ხელოვნების სახლი - გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
  • ფენიქსი 2009
  • ENPUD.
  • დემოკრატიის მცველები
  • ევროპის ფონდი
  • საქართველოს ევროპული ორბიტა
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
  • ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისათვის”
  • საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT
  • ალტერნატივა ჯორჯია
  • უფლებები საქართველო
  • ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
  • საქართველოს მომავლის აკადემია
  • მწვანე ალტერნატივა
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  • მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • რეგიონული ინიციატივების ცენტრი "ნათელი მომავალი"
  • შშმ ქალთა ალიანსი

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა ლელოს ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს 23 ივნისს 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ამასთან ერთად, აუკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.

ამასთან, 22 მაისს ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.

ნიკა მელია 29 მაისის საღამოს, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს. მოგვიანებით, მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

14 მაისს, გირაოს გადაუხდელობის გამო პატიმრობა შეეფარდა ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილსაც.

13 ივნისს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობა შეეფარდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას.

კომენტარები