თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს, ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურამ გვარამიასთვის წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლით შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
დღევანდელ პროცესს თავად ნიკა გვარამია არ დაესწრო.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო 17 აპრილს შეეფარდა. მას გირაოს გადახდისთვის 50-დღიანი ვადა მისცეს, რომელიც 7 ივნისს ამოიწურა. გვარამიამ გირაო არ გადაიხადა.





