რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა, დაიღუპა 1 ადამიანი

უკაინის სამაშველო სამსახური

20 ივნისის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური იერიში მიიტანა.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 14 ადამიანი.

"დაჭრილთა შორის არის 3 მაშველი. მონაცემები სხვა დაშავებულების შესახებ ზუსტდება". – წერს ოფიციალურ Telegram არხზე ოდესის ოლქის პროკურატურა.

პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთმა მინიმუმ 10 დრონი გამოიყენა. 

რუსული იერიშის შედეგად დაზიანებულია 23-სართულიანი სახლი, ასევე რამდენიმე სხვა საცხოვრებელი შენობა, რომელთაგან ერთი სრულიად განადგურებულია.

რუსეთი უკრაინის რეგიონებს ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები