აშშ-ს იუტას შტატში ორ ჯგუფს შორის დაპირისპირებას სამი ადამიანი, მათ შორის, 8 თვის ჩვილი ემსხვერპლა.
შემთხვევა 15 ივნისს სალტ ლეიკ სიტის გარეუბანში ყოველწლიური კარნავალის, Westfest-ის დროს მოხდა.
მოკლულებს შორის დაპირისპირებული ჯგუფის წევრი 18 წლის კაცი და 41 წლის ქალია, რომელიც ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდა.
პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ადგილზე სამართალდამცავები გამოჩნდნენ, ერთ-ერთ ჯგუფში მყოფმა 16 წლის პირმა ცეცხლსასროლი იარაღით მოწინააღმდეგე ჯგუფის მიმართულებით გაისროლა. პოლიციის თქმით, იგი დაკავებულია.
სროლის შედეგად ორი მოზარდი ხელის არეში დაიჭრა, თუმცა პოლიციის განცხადებით, ჯერ არ არის დაზუსტებული, იყვნენ თუ არა ისინი დაპირისპირებულ ჯგუფებთან კავშირში.





