რუსული რეჟიმი

მანჯგალაძე: ბიძინა ივანიშვილმა, ცოტა დიდი ბაწრით დააბა კობახიძე ღარიბაშვილთან შედარებით

თუ იმ არჩევნებმა და სწორად მოვიქეცით იმ არჩევნებით, შევეცადეთ, რომ ფასი გადავახდევინოთ [ქართულ ოცნებას] და მგონია, რომ შედეგები არის მაინც.

სანქციებზე რომ ვლაპარაკობთ და ამ სანქციების გამო დასჯა ამ ადამიანების..

[...] მე დიდი მოლოდინი არ მაქვს და სინამდვილეში რა ხდება - ბიძინა ივანიშვილმა, ცოტა უფრო დიდი ბაწრით დააბა კობახიძე ღარიბაშვილთან შედარებით - ახლა როგორ უნდა იგრძნოს ამ ხალხმა, რომ ძალაუფლება აქვთ? 

ვერავინ ვერ გაიგებს, კობახიძე კაბინეტიდან რას აკეთებს - ჩემთვისაც გაუგებარია.

ამიტომ, ვიღაცას მოხსნიან, ვიღაცას გააწვალებენ, ვიღაცას სახლში გაუშვებენ და ამით ჩანს, რომ ვიღაც რაღაცას აკეთებს - სინამდვილეში შესაკრებთა გადანაცვლებით, ჯამი მართლა არ იცვლება.

სახელი და გვარი ერთით შეიცვლება თუ მეორე ზონდერით ამით არაფერი არ იცვლება - აქ არის სისტემაზე საუბარი.

კიდევ ერთხელ ვამბობ - ხელისუფლებამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი.

ეს არის ნერვების თამაში.

თქვა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარები