ივანიშვილის წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი შსს-დან მაღალჩინოსნების წასვლას და საკადრო გადაადგილებებს ახალი მინისტრის "დამოკიდებულებით" და როტაციის "პრინციპით ხსნის" ხსნის.
"გვყავს ახალი შს მინისტრი. არის თუ არა ამაში ლოგიკა, როდესაც მინისტრი არის, საკადრო გადაწყვეტილებებსაც იღებს? ნახეთ მთელი წყება ცვლილებებისა, თუ არ ვცდები, 10-ზე მეტი ცვლილება არის, სადაც ჩანს როტაციის პრინციპი, ახალი მინისტრის დამოიკიდებულება, სად უნდა მას რამე გააძლიეროს, ვის სად ხედავს, რომელ ადგილას. მინისტრები ამისთვის არსებობენ, რომ მათი გადასაწყვეტია ასეთი საკითხები. თქვენ გინდათ, დაუკავშიროთ, გახდა თუ არა საქართველო ვასალი სხვა ქვეყნის. რა თქმა უნდა, მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებაში რომ იქნება, რასაც იუკნევიჩიანე რასაც ეტყვის..." - ამბობს პაპუაშვილი.
ივანიშვილის შს სამინისტროში ამ დროისთვის 10-ზე მეტი საკადრო ცვლილებაა.
ცნობილი გახდა, რომ გდდ-ს ხელმძღვანელმა, სანქცირებულმა "ხარებამ" თანამდებობა დატოვა.
- სანქცირებული ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის დირექტორი აღარ არის
- სირაძე, კუპატაძე, გოგნიაშვილი - "საკადრო ცვლილებები" ივანიშვილის შსს-ში
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 28 მაისს ვახტანგ გომელაურმა მინისტრის პოსტი დატოვა, მის ადგილას კი გელა გელაძე დაინიშა.





