ივანიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში "საკადრო ცვლილებები განხორციელდა", რომლის ფარგლებშიც პოსტები დატოვეს საპატრულო პოლიციის დირექტორმა ვაჟა სირაძემ, კრიმინალური პოლიციის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ლაშა გოგნიაშვილმა.
"ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ
კუპატაძე დაინიშნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის
თანამდებობაზე. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე;
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ვაჟა
სირაძე. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაისურაძე
დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად." - წერს უწყება.
მიმდინარე წელს, ვაჟა სირაძე "აქციების სასტიკ ჩახშობაში პასუხისმგებლობის" გამო ჩეხეთმა დაასანქცირა, ხოლო 2024 წელს ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მას სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად სამივე ბალტიის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
თეიმურაზ კუპატაძეს კი, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, ლიტვისგან, ლატვიასა და ესტონეთისგან სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები აქვს დაწესებული.
ივანიშვილის შსს წერს, რომ განხორციელებული ცვლილებები "სისტემის კიდევ
უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება."
"ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან კვიციანი. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი
დაინიშნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა თბილისის
პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი." - წერია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 28 მაისს ვახტანგ გომელაურმა მინისტრის პოსტი დატოვა, მის ადგილას კი გელა გელაძე დაინიშა.





