ივანიშვილის ახალ შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა.
ბრიფინგზე გელაძე ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
"წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ასევე კერძო სექტორში მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ჯერ განათლების მინისტრის მოადგილის პოზიციას, მოგვიანებით თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას და დღემდე, ის იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილის თანამდებობას". - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური თანამდებობიდან 28 მაისს გადადგა.
გომელაურის თქმით, "დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო".





