სანქცირებული ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციიის დირექტორის პოსტს აღარ იკავებს - ამის შესახებ ინფორმაციას ივანიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ვაჟა
სირაძე. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაისურაძე
დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად." - წერია განცხადებაში.
თავდაპირველად, ინფორმაცია უწყების ვებგვერდიდან გავრცელდა, სადაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან მაისურაძე ეწერა. მოგვიანებით, ივანიშვილის სამინისტრომ "განხორციელებული საკადრო ცვლილებების" შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
მიმდინარე წელს სირაძე "აქციების სასტიკ ჩახშობაში პასუხისმგებლობის" გამო ჩეხეთმა დაასანქცირა, ხოლო 2024 წელს ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მას სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად სამივე ბალტიის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.





