ასობით ათასი ადამიანი კვლავაც იბრძვის [საქართველოს] ქუჩებში. მალე, 200 დღე გახდება. ცივი ზამთრის განმავლობაში, ისინი საქართველოს ევროპული მომავლისთვის ქუჩაში იბრძოდნენ და ევროპულ დროშებს აფრიალებდნენ. ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები უფრო პროევროპულები არიან ვიდრე მრავალი ევროპელი თავად.
[ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან] შეხვედრები დროს რამდენჯერმე გაჟღერდა ლუკაშენკოს რეჟიმი, ვინაიდან თანდათანობით ვუახლოვდებით იმას, რაც ბელარუსში საბოლოოდ მოხდა. ნაბიჯ-ნაბიჯ [საქართველო] იმავე მიმართულებით მიდის. მრავალი ადამიანი ამბობდა, რომ საჭიროა რეჟიმის სანქცირება. სანქციები მუშაობს. არ არის მართალი, რომ სანქციები უფუნქციოა. პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია.
[ევროპარლამენტის] ბოლო რეზოლუციაში ჩვენ ვახსენეთ [სანქცირებულ პირთა] სახელები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა ადამიანმა იცოდეს ეს. ვფიქრობ, რაც შეიძლება მალე უნდა მოვუწოდოთ წევრ სახელმწიფოებს სანქციების დაწესებისკენ, განსაკუთრებით მათზე, ვინც რეპრესიებზეა პასუხისმგებელი. [...]
ის "ჯოხები და სტაფილოები", რომელსაც ევროპული კომისია ამ რეჟიმისთვის მოითხოვს, არ მუშაობს და ვერ იმუშავებს. მხოლოდ ახალი და სამართლიანი არჩევნები, სანქციები და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა [იმუშავებს].

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



