26 მაისი

მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მეფე ჩარლზ III-ის მისალოც წერილს ავრცელებს.

"მაშინ, როცა ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, მე და ჩემი მეუღლე მოხარული ვართ, გამოგიგზავნოთ ჩვენი ყველაზე გულთბილი მილოცვა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი ორი ქვეყნის ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას. ჩემი და ჩემი მეუღლისთვის სასიხარულოა, მომავალი წლისთვის ქართველ ხალხს ჩვენი საუკეთესო სურვილები გადავცეთ". - ნათქვამია მეფე ჩარლზის წერილში.

კომენტარები