26 მაისი

"ყოვლისშემძლე ღმერთმა მიანიჭოს ქართველებს უსაფრთხოდ ცხოვრების უფლება" – პაპი ლეო XIV

პაპი ლეო მეთოთხმეტე
OSV News photo/Claudia Greco, Reuters)

წერილში, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს, პაპი ლეო XIV ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ლოცულობს, რათა საქართველოს მოქალაქეებმა "კვლავაც ჰპოვონ მარად ახალი შთაგონება ერის საერთო კეთილდღეობისათვის მსახურების გზაზე".

"თქვენი ეროვნული დღის აღსანიშნავად, თქვენს აღმატებულებას ვუგზავნი ჩემს მხურვალე სურვილებს თქვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და გულთა ერთიანობისათვის. ვლოცულობ უფლის წინაშე, რომ თქვენმა თანამოქალაქეებმა კვლავაც ჰპოვონ მარად ახალი შთაგონება ერის საერთო კეთილდღეობისათვის მსახურების გზაზე. დაე, ისინი დარჩნენ მშვიდობისმყოფელებად, ღარიბთა ძახილის მიმართ მგრძნობიარეებად და შემოქმედებითებად ქველმოქმედებაში მათი ტანჯვის შესამსუბუქებლად.

ყოვლისშემძლე ღმერთმა, წმინდა ნინოს შუამდგომლობით, მიანიჭოს ქართველებს უსაფრთხოდ და მშვიდობით ცხოვრების უფლება. გულწრფელად მოვუხმობ ღვთიურ კურთხევას თვენი აღმატებულებისათვის, საზოგადოებრივ საქმეზე პასუხისმგებელი ყველა პირისა და სრულიად ქართველი ხალხისათვის". - ნათქვამია წერილში.

კომენტარები