26 მაისი საერთო სახალხო ზეიმის დღეა, რომელიც ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს, შემოქმედებით ბუნებასა და სამშობლოსადმი განსაკუთრებულ თავდადებას ასახავს. დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ერთიან და მრავალფეროვან, თავისუფლებისა და ღირსების იდეით შეკრულ საზოგადოებას [...] ჩვენი დამოუკიდებელი სამშობლო ყველა მოქალაქეს ეკუთვნის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. ის ეკუთვნის ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. ისინი აუცილებლად იქნებიან ჩვენი ძლიერი, საერთო, საამაყო მომავლის თანაშემოქმედები [...]
სწრაფად ცვალებად თანამედროვე რეალობაში, სადაც ტრადიციული ღირებულებებისა და ეროვნული იდენტობის წაშლის მცდელობა თვალსაჩინოა, დამოუკიდებელი და სუვერენული მომავლის შესანარჩუნებლად, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება გადამწყვეტია. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერმინისტრო, დარწმუნებული ვარ, თქვენი ლიდერობითა და პოლიტიკური გუნდის სიმტკიცით შევძლებთ, დავიცვათ მამული, ენა და სარწმუნოება. ერთიან საქართველოს განვამტკიცებთ, სადაც მომავალ თაობებს განვითარებისა და გაძლიერების ლაღი შესაძლებლობა ექნებათ.




