26 მაისი

NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვზეიმობთ ქართველების თავისუფლებას, მედეგობას, ურყევ სულისკვეთებას

Information Center on NATO and EU

NATO-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

26 მაისს, NATO-ს სამეკავშირეო ოფისი უერთდება ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში და ზეიმობს ქართველი ხალხის თავისუფლებას, მედეგობას და ურყევ სულისკვეთებას. 

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საქართველომ ნატოსთან მჭიდრო პარტნიორობა დაამყარა. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში" - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები