აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ივანიშვილის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
"ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო! ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს.
ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. შეერთებული შტატები კვლავაც განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს მდგრადი უსაფრთხოების, თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში." - ტრამპის წერილში, რომელსაც ყაველაშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.
26 მაისი
მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში - ტრამპი ყაველაშვილს




