უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ თქვა, რომ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის პირობების თავის ხედვას აყალიბებს და რუსული შეთავაზების განსახილველად ემზადება.
სიბიჰას თქმით, უკრაინული მხარე რუსეთისგან უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის კონკრეტულ პირობებს ელის და საკუთარ პასუხს ამზადებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაამატა, რომ რუსეთის სტრატეგია შესაძლოა მოლაპარაკებების პროცესიდან აშშ-ს ჩამოცილებას მოიცავდეს, თუმცა უკრაინა აშშ-ს ჩართულობის აუცილებლობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპაც უნდა იყოს წარმოდგენილი.
სიბიჰამ განმარტა, რომ უკრაინულ მხარეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის მოლაპარაკებების ფართო საერთაშორისო ფორმატი სურს.
ცოტა ხნით ადრე რუსეთის სამთავრობო მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან, უკრაინას დაუყოვნებლივ გადასცენ ცეცხლის შეწყვეტისთვის საჭირო წინაპირობების სია მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის ტყვეების გაცვლის პროცესი დასრულდება.
სტამბოლში 16 მაისს გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთი და უკრაინა 1000 სამხედრო ტყვის გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. ამავე დღეს უკრაინელებმა დაიწყეს მუშაობა იმ ადამიანთა სიაზე, რომელთა რუსული ტყვეობიდან დახსნაც სურთ.