ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას ულოცავს.
"მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ." - წერს კობახიძე X-ზე.
ცნობისთვის, infocom-ის ინფორმაციით, 2005 უბნიდან ჯერ 82 უბანია დათვლილი.
სომხეთის მმართველი პარტიის, "სამოქალაქო კონტრაქტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს, ხოლო ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსულ ოპოზიციურ პარტიას, "ძლიერ სომხეთს" ხმების 17.5% აქვს.
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს




