რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინა და რუსეთი 1000-1000 სამხედრო ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ

Via Reuters

რუსეთის ტყვეობაში მყოფი 1000 უკრაინელი სამხედრო სამშობლოში დაბრუნდება. კიევი და მოსკოვი სტამბოლში დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე 1000-1000 ომის პატიმრის გაცვლაზე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა და სტამბოლში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა უკრაინულ ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა. 

"თარიღი ვიცით, თუმცა ჯერჯერობით არ დავასახელებთ". - თქვა უმეროვმა. 

მალევე ტყვეების გაცვლის გეგმა რუსულ სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას დაადასტურა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმაც. 

თუ შეთანხმება შედგება, ეს 2022 წლის თებერვლის შემდეგ კონფლიქტის მხარეებს შორის ომის პატიმართა ყველაზე მასშტაბური გაცვლა იქნება. 

სტამბოლში რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები