რუსული რეჟიმი

კობახიძე: ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არსებობს, "დიფ სთეითის" ქვედანაყოფია

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არსებობს, ეს არის "დიფ სთეითის" ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, იმდენად აქვს დაკარგული ლიეტუვას თავისი სუვერენიტეტი, რომ არავითარი დამოუკიდებელი ფასი არ აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს არავითარ განცხადებას.

ეს არის "დიფ სთეითის" ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, უცხოური აგენტურის მორიგი წარმომადგენლობა. აქედან გამომდინარე, ფასი არ აქვს ამ ყველაფერს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ლიეტუვის ხელისუფლება ვერ შეარყევს ტრადიციულ მეგობრობას ქართველ და ლიეტუველ ხალხს შორის.

თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ქართული ოცნების კრიტიკის საპასუხოდ.

კომენტარები